ფაკულტეტები

ფაკულტეტები

მისია

ჩვენი მისიაა საზოგადოებას შევთავაზოთ საავიაციო სფეროში მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული და თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე განხორციელებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი და პროფესიული განათლება – საფრენოსნო მომზადების, საავიაციო ინჟინერიისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; მოვამზადოთ კვალიფიციური კურსდამთავრებულები და ხელი შევუწყოთ მათი პიროვნული თვისებების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მათ ჩამოყალიბდნენ დარგის პროფესიონალებად; კვლევისა და აღმოჩენის კულტურის განვითარებით და ახალი ცოდნის შექმნით ვუპასუხოთ საავიაციო სფეროს ადგილობრივ და გლობალურ გამოწვევებს.

ხედვა

ჩვენი ხედვაა გავხდეთ საავიაციო განათლების სფეროს კონკურენტუნარიანი მოთამაშე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში. მოვიპოვოთ საერთაშორისო აღიარება ევროპული სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირებული პროგრამების განხორციელებით და უზრუნველვყოთ მათი ხელმისაწვდომობა მეტი ქართველი და უცხოელი სტუდენტისთვის. საავიაციო სფეროში ახალი ცოდნის შექმნითა და გაზიარებით ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს და ქვეყნის ინტეგრირებას საერთაშორისო სივრცეში.

ღირებულებები

საავიაციო უნივერსიტეტის უნიკალურ გამოცდილებას განსაზღვრავს ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება გუნდური მუშაობის, ეთიკური და პასუხისმგებლიანი ქცევის, განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვისა და პროფესიონალიზმის, დარგისადმი ერთგულების პრინციპებს და რომელთა გაცნობიერებითაც უნივერსიტეტის თითოეული წევრი წარმართავს თავის საქმიანობას მისიისა და სტრატეგიის რეალიზების პროცესში.