აუცილებელი მოთხოვნა

 

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, საფრენოსნო მომზადებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობები. 

საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ "საფრენოსნო საექსპერტო-საექიმო კომისია" და დასკვნა წარმოადგინონ უნივერსიტეტში, ჩაბარების შემდეგ. 

კომისიის გასავლელად, აბიტურიენტი:
1. უნდა მოვიდეს საავიაციო უნივერსიტეტში, საფრენოსნო ფაკულტეტზე და აიღოს მიმართვა ჯანმრთელობის შემოწმების გასავლელად.
2. წარადგინოს მიმართვა ქ. თბილისის აეროპორტის დასახლებაში მდებარე, სპეციალიზირებულ კლინიკაში და გაიაროს საფრენოსნო საექსპერტო-საექიმო კომისია. 
3. კომისიის გავლის შემდეგ, აბიტურიენტს გადაეცემა ჯანმრთელობის ცნობა, რომელსაც წარადგენს უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ, რეგისტრაციის პროცესის დროს. 

(შენიშვნა: კომისიის გავლა სასურველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე, გართულებების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა ჩაბარების შემდგომაც შესაძლებელია)   

საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100/ა, რომლის აღება ნებისმიერ კლინიკაშია შესაძლებელი.

(შენიშვნა: ცნობა უნდა წარადგინონ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდგომ, რეგისტრაციის გავლის პროცესში)