რატომ საავიაციო უნივერსიტეტი?

  

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გთავაზობთ:

1. ევროპული სტანდარტების შესაბამის უმაღლეს განათლებას
საავიაციო უნივერსიტეტში პილოტების მომზადება ხორციელდება EASA-ს (European Aviation Safety Agency - ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო) სტანდარტების შესაბამისად. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, დიპლომთან ერთად გაიცემა EASA-ს მიერ აღიარებული ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის ლიცენზია, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში დასაქმების გარანტიაა.

2. განსხვავებულ, პრესტიჟულ და საინტერესო პროფესიებს, რომლებიც მოთხოვნადია როგორც ჩვენი, ასევე მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის. 
რადგანაც ავიაცია სახელმწიფოს პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს და ყველა ქვეყნის სიძლიერისა და წინსვლის საწინდარია.  

3. პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც შემდგომში თქვენს დასაქმებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები სავალდებულო სტაჟირებებს გადიან პარტნიორ კომპანიებში. რის შედეგადაც მათი უმრავლესობა საქმდება. 

4. გაცვლით პროგრამებს ევროპის უნივერსიტეტებში სრულიად უფასოდ.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ჩართულია Erasmus Mundus-ის გაცვლით პროგრამებში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სრულიად უფასოდ ისწავლონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში. 
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გაცვლითი პროგრამების გვერდი. 

5. დაფინანსების შესაძლებლობას და გადახდის მოქნილ სისტემას.
საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, თუკი აბიტურიენტი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს 100%-იან გრანტს, მიიღებს თანადაფინანსებას უნივერსიტეტისგან ყოველწლიურად 500 ლარის ოდენობით.

საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში კი, თუკი აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე 70%-იან გრანტს მოიპოვებს, მიიღებს თანადაფინანსებას უნივერსიტეტისგან და ისწავლის უფასოდ.
(შენიშვნა: თანადაფინანსების პირობა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ყოველსემესტრული მოსწრების საშუალო ქულა იქნება 91 და მეტი)

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოქმედებს გადახდის მოქნილი სისტემა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სწავლის საფასურის რამდენიმე თვეზე გადანაწილება. 
(შენიშვნა: გადახდის სისტემა მოქმედებს I კურსის II სემესტრიდან)

6. თანამედროვე სასწავლო გარემოს.
საავიაციო უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თანამედროვე აუდიტორიებით, ლაბორატორიებით, სასწავლო ტრენაჟორებით, თვითმფრინავებით და სხვა. უნივერსიტეტში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება კვალიფიციური და გამოცდილი პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით.

7. მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას.
საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. უნივერსიტეტს ჰყავს კალათბურთის, ფეხბურთის, რაგბის გუნდები. სტუდენტები მონაწილეობას იღებენ სპორტულ და გასართობ შეჯიბრებებში, აწყობენ შემეცნებითი და სამეცნიერო ტიპის ღონისძიებებს და სხვა.