საინფორმაციო ტურები/ღია კარის დღეები

 

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გთავაზობთ სპეციალურ ტურებს და ღია კარის დღეებს აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის:

1. ღია კარის დღე

ღია კარის დღეები იმართება ყოველწლიურად, თებერვალი-მაისის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, 14:00 საათზე. 
ღია კარის დღეზე დასწრების მსურველმა უნდა შეავსოს სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა. 

უნივერსიტეტში ვიზიტისას აბიტურიენტები ნახავენ სასწავლო ლაბორატორიებს, საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის განკუთვნილ ავიასიმულატორს და გაეცნობიან ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ. 

2. სკოლების ტური

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გთავაზობთ ყოველწლიურად ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით სპეციალურ შემეცნებით ტურებს სკოლის მოსწავლეებისათვის.
ტურის დაგეგმვისთვის აუცილებელია სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის შევსება და ვიზიტის სასურველი თარიღის მითითება

ტურები განკუთვნილია 8-12 კლასის მოსწავლეებისათვის. მოსწავლეები დაათვალიერებენ საავიაციო უნივერსიტეტს და მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისა და ზოგადად ავიაციის შესახებ.

3. თელავის აეროპორტის ტური

თელავის აეროპორტის ტური განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის.
მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად.

ტურის ფარგლებში უნივერსიტეტის ორგანიზებით ხდება აბიტურიენტების ტრანსპორტირება თელავის აეროპორტში. მონაწილეები დაათვალიერებენ თელავის აეროპორტს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სასწავლო თვითმფრინავებს, ნახავენ საჩვენებელ ფრენებს და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. 

ტურების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 598 599 132
ელ.ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.