ხშირად დასმული კითხვები

 

როგორ ჩავაბარო საავიაციო უნივერსიტეტში?
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. 

რა ფაკულტეტები აქვს საავიაციო უნივერსიტეტს?
საავიაციო უნივერსიტეტს აქვს საფრენოსნო მომზადების, საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტები.

რა ღირს სწავლა?
საფრენოსნო ფაკულტეტი - 9950 ლარი წელიწადში
საინჟინრო ფაკულტეტი - 2250 ლარი წელიწადში
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი - 2250 ლარი წელიწადში

აქვს თუ არა უნივერსიტეტს დაფინანსების სისტემა?
კი, აქვს. საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, თუკი აბიტურიენტი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს 100%-იან ან 70%-იან გრანტს, მიიღებს თანადაფინანსებას უნივერსიტეტისგან ყოველწლიურად 500 ლარის ოდენობით.


საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში კი, თუკი აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე 100%-იან ან 70%-იან გრანტს მოიპოვებს, მიიღებს თანადაფინანსებას უნივერსიტეტისგან და ისწავლის უფასოდ

(შენიშვნა: თანადაფინანსების პირობა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ყოველსემესტრული მოსწრების საშუალო ქულა იქნება 91 და მეტი) 

შესაძლებელია თუ არა სწავლის საფასურის რამდენიმე ნაწილად გადახდა?
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოქმედებს გადახდის მოქნილი სისტემა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სწავლის საფასურის რამდენიმე თვეზე გადანაწილება. 

(შენიშვნა: გადახდის სისტემა მოქმედებს I კურსის II სემესტრიდან)

რატომ ღირს საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტზე სწავლა 9950 ლარი?
საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტზე სწავლის 4 წლიანი პერიოდი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. ორი კურსის თეორიული სწავლების დამთავრების შემდეგ საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტები მომზადებას გაივლიან EASA-ს სტანდარტების შესაბამის, FNPT II MCC კლასის ავიასიმულატორზე. შემდეგ კი, საფრენოსნო მომზადებას A-22, Cessna 152 და Piper Seneca-ას ტიპის საჰაერო ხომალდებზე. საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტმა 150 ფრენა-საათი უნდა შეასრულოს, იმისათვის, რომ აიღოს კომერციული პილოტის მოწმობა და მიიღოს თვითმფრინავის მართვის უფლება. შესაბამისად, მფრინავის მომზადება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 

საფრენოსნო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ შემეძლება ვიმუშავო სამხედრო მფრინავად?
კი, შესაძლებელია. 

აქვს თუ არა უნივერსიტეტს ფილიალი?
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს ეკუთვნის თელავის ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი "მიმინო". 
აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კეთილმოწყობილი აუდიტორიებით, საერთო საცხოვრებელით და სხვა.

აქვს თუ არა უნივერსიტეტს საერთო საცხოვრებელი?
უნივერსიტეტში არის საერთო საცხოვრებელი, რომელიც დაახლოებით 50-მდე სტუდენტზეა გათვლილი. აქ ყველანაირი პირობაა შემქნილი იმისთვის, რომ სტუდენტმა თავი კომფორტულად იგრძნოს. 

რა თანხებთან არის დაკავშირებული საერთო საცხოვრებელით სარგებლობა?
საერთო საცხოვრებელის ყოველთვიური ქირა ერთი ადამიანისათვის შეადგენს 280 ლარს. თანხა მოიცავს კომუნალურ გადასახადებს (ელ.ენერგია, წყალი, გაზი, ინტერნეტი)

აქვს თუ არა უნივერსიტეტს კოლეჯი?
კოლეჯი არ აქვს. მაგრამ აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზე ჩარიცხვაც გასაუბრების საფუძველზე ხდება. პროფესიულ პროგრამებზე სწავლისათვის აუცილებელია სრული საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)

რა განსხვავებაა პროფესიულ პროგრამებსა და საბაკალავრო პროგრამებს შორის?
I განსხვავება: ჩარიცხვა
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება გასაუბრების საფუძველზე, საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.
II განსხვავება: სწავლების ხანგრძლივობა
პროფესიულ პროგრამებზე სწავლების ხანგრძლივობაა 2 წელი. საბაკალავრო პროგრამებზე - 4 წელი
III განსხვავება: ღირებულება
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის საფასურის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადით პროგრამების გვერდზე. საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასური შეადგენს: საფრენოსნო ფაკულტეტზე - 9950 ლარი წელიწადში; საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტებზე - 2250 ლარი წელიწადში

საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტმა როდის უნდა გაიაროს ჯანმრთელობის შემოწმება?
კომისიის გავლა სასურველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე, გართულებების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა ჩაბარების შემდგომაც შესაძლებელია.

აქვს თუ არა უნივერსიტეტს ბორტგამყოლის კურსები?
კი, აქვს. ბორტგამყოლის კურსებს ახორციელებს საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრი. 

როგორ ჩავაბარო ბორტგამყოლის კურსებზე?
ბორტგამყოლის კურსებზე მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრისათვის. ინფორმაცია გამოცხადების შესახებ იდება უნივერსიტეტის ვებგვერდსა და Facebook გვერდზე. ჩაბარებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე, შესაბამისი საბუთების წარმოდგენის შედეგად.

რა ღირს ბორტგამყოლის კურსებზე სწავლა?
ბორტგამყოლის კურსის ხანგრძლივობაა - 3 თვე. მთლიანი ღირებულებაა - 1300 ლარი. 

აქვს თუ არა საავიაციო უნივერსიტეტს ფილიალი?