ერეკლე II-ის სახელობის თელავის აეროპორტი "მიმინო"

 

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი "მიმინო".

აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით:

  • Cessna 152
  • Piper seneca
  • A-22
  • An-28
  • Boeing 737-200

 

აეროპორტის ტერიტორიაზე  აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ  საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. 

თელავის აეროპორტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი.

აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.
მომსახურებით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ.: 598 599 132
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.  

 

ერეკლე II-ის სახელობის თელავის აეროპორტი "მიმინო"
მისამართი: სოფ. კურდღელაური
ტელ.: 577 939 334