სტუდენტთა მეთერთმეტე სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2017 წლის 25-26 მაისს სტუდენტთა მეთერთმეტე ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ჩატარდება

 

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია;
  • მომავლის ინჟინერია;
  • ბიზნესის ადმინისტრირება.

 

სტუდენტთა მოხსენების შესახებ თეზისები ელექტრონული სახით წარმოდგენილი უნდა იყოს არა უგვიანეს 2017 წლის 20 მარტისა.
იხ. თეზისის შედგენის ინსტრუქცია 

კონფერენცია გაიხსნება 2017 წლის 25 მაისს 13:00 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (I კორპუსი,VII სართული).

კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან დარგების მიხედვით მოწინავე მეცნიერები და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან I, II და III ხარისხის დიპლომებით. ასევე შეირჩევა გამარჯვებული სამეცნიერო ხელმძღვანელი და დაჯილდოვდება დიპლომით.

კონფერენციის შედეგების მიხედვით შერჩეულ საუკეთესო ნაშრომებს მიეცემათ წარდგინება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში და ევროპის დარგობრივი, უნივერსიტეტების სამეცნიერო შრომების კრებულებში გამოსაქვეყნებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი: 
სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილე, პროფესორი გელა ყიფიანი
ტელ.: +995 599 106 263