გელა ყიფიანი - რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი


პროფესორი გელა ყიფიანი არის 270-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 პატენტის, 18 მონოგრაფიისა და 24 სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს და მეთოდური მითითებების ავტორი და თანაავტორი. საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების 40-მდე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი ხელმძღვანელობით და კონსულტანტობით დაცულია 24 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

განათლება:

1982 წ.- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
1989 წ.- ლენინგრადის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის ასპირანტურა
1996წ.- სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო უნივერსიტეტის ხისა და პლასტმასის კონსტრუქციების კათედრის დოქტორანტურა

სამუშაო გამოცდილება:

1982-1986 წწ.- ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი
1986-1989 წწ.- ლენინგრადის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ლითონის კონსტრუქციების კათედრის მეცნიერ თანამშრომელი
1989-1990 წწ.- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის ასისტენტი
1990-1993 წწ.- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტი
1993-1996 წწ.- სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო უნივერსიტეტის ხისა და პლასტმასის კონსტრუქციების კათედრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
1996-1997 წწ.- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს სწავლული მდივანი
1997-2005 წწ.- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სამმართველოს უფროსი
1998-2006 წწ.- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის პროფესორი 
2005-2006 წწ.- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის სექტორისუფროსი
2006-2013 წწ.- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი
2013 წ. - დღემდე - ააიპ "განათლებისა და მეცნიერების პროგრესის" პრეზიდენტი
2014 წ. - დღემდე - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. დოქტორანტურისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი. 

სამეცნიერო აქტიურობა და საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:

1989 წ.- ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი
1990 წ.- თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტის წოდება
1997 წ.- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
1999 წ.- სამშენებლო მექანიკის კათედრის პროფესორის წოდება
2004 წ.- სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერების და ტექნიკის დარგში

საგრანტო პროექტები - ISTC HG-916; ISTC HG-060-2; GRDF USA; ISTC G-725; ISTC G-1600; STCU #4390