საავიაციო უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით. 

მობილობით გადმოსვლის მსურველმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ბარათი დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის ბეჭდით და ხელმოწერით;
  • შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საბაკალავრო პროგრამაზე - სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამაგისტრო პროგრამაზე - ბაკალავრის დიპლომის ასლი, სადოქტორო პროგრამაზე - მაგისტრის დიპლომის ასლი; სხვა ქვეყნის საგსნმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის;
  • 2 სურათი ზომით 3X4 და სურათის ელექტრონული ვერსია.

 

უნივერსიტეტში რეგისტრაციის გავლამდე, სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ პორტალზე - www.students.eqe.ge - 20 იანვრის 12:00 საათიდან 2 თებერვლის 18:00 სთ-მდე. 

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტებს მათ მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამისა და დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მობრძანდნენ ჩვენს უნივერსიტეტში 2017 წლის 20 იანვრიდან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00-დან 17:00-საათამდე.

მისამართი: ქ. წამებულის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605.
საკონტაქტო ტელეფონი: 32 2 74-61-55. 595–77–83–35.

 

  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2017 წლის 25-26 მაისს სტუდენტთა მეთერთმეტე ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ჩატარდება

    ვრცლად