31 მარტს საავიაციო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში პირველი მოხსენება ჩატარდება

პარასკევს, 31 მარტს, 16:00 საათზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ჩატარდება ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ნოზაძის მოხსენება, თემაზე: "სხვადასხვა ტიპის გამოყენებითი ამოცანების კვლევის შესაძლებლობა თანამედროვე პროგრამული სოფტების გარემოში". 

მოხსენებაში განხილული იქნება სასრულ ელემენტთა მეთოდზე დაფუძნებული თანამედროვე სოფტების მეშვეობით გამოყენებითი ხასიათის კომპლექსური ამოცანების დასმისა და გადაწყვეტის მაგალითები, მყარი სხეულების დრეკად - დეფორმირებული მდგომარეობის, დენად გარემოთა მექანიკის, სამშენებლო მექანიკის და ხანძართა მოდელირების მიმართულებით.

ნაჩვენები იქნება თანამედროვე პროგრამული სოფტების რიგი უპირატესობები კომპლექსური საინჟინრო ამოცანების გადწყვეტის დროს, განსაკუთრებით როდესაც გართულებულია ანალიზურ მეთოდთა გამოყენების შესაძლებლობა.

განახლდა 20-03-2017 07:28:09
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2017 წლის 25-26 მაისს სტუდენტთა მეთერთმეტე ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ჩატარდება

    ვრცლად