31 მარტს საავიაციო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში პირველი მოხსენება გაიმართა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ჩატარდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ნოზაძის მოხსენება, თემაზე: "სხვადასხვა ტიპის გამოყენებითი ამოცანების კვლევის შესაძლებლობა თანამედროვე პროგრამული სოფტების გარემოში".

მომხსენებელმა განიხილა სასრულ ელემენტთა მეთოდზე დაფუძნებული თანამედროვე სოფტების მეშვეობით გამოყენებითი ხასიათის კომპლექსური ამოცანების დასმისა და გადაწყვეტის მაგალითები, მყარი სხეულების დრეკად - დეფორმირებული მდგომარეობის, დენად გარემოთა მექანიკის, სამშენებლო მექანიკის და ხანძართა მოდელირების მიმართულებით.

ნაჩვენები იყო თანამედროვე პროგრამული სოფტების რიგი უპირატესობები კომპლექსური საინჟინრო ამოცანების გადწყვეტის დროს, განსაკუთრებით როდესაც გართულებულია ანალიზურ მეთოდთა გამოყენების შესაძლებლობა.

მოხსენების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მუდმივმოქმედი სემინარი ყოველი მეორე თვის ბოლო პარასკევს გაიმართება საავიაციო უნივერსიტეტში. 

  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2017 წლის 25-26 მაისს სტუდენტთა მეთერთმეტე ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ჩატარდება

    ვრცლად