პროექტის, "გაიცანი შენი პროფესია" ფარგლებში, საავიაციო უნივერსიტეტმა საკრებულოს წევრებსა და "თბილისის საერთაშორისო სკოლის" მოსწავლეს უმასპინძლა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა ახალი პროექტის - „გაიცანი შენი პროფესია" - ფარგლებში, დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ვლადიმერ ძნელაძეს, სამაჟორიტარო ბიუროს, საკრებულოს თავმჯდომარეს პირველ მოადგილეს, გიორგი ტყემალაძეს და მფრინავის პროფესიით დაინტერესებულ „თბილისის საერთაშორისო სკოლის" მოსწავლეს უმასპინძლა.

პროექტი „გაიცანი შენი პროფესია" ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით დაიწყო. პროექტის ფარგლებში „თბილისის საერთაშორისო სკოლის" მოსწავლე, ალექსანდრე ნიკოლაძემ პილოტის პროფესიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პილოტ-ინსტრუქტორის დახმარებით ავიასიმულატორზე საცდელი ფრენაც შეასრულა.

განახლდა 10-04-2017 06:26:55
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2017 წლის 25-26 მაისს სტუდენტთა მეთერთმეტე ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ჩატარდება

    ვრცლად