საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი

საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი ახორციელებს საბაკალავრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებით:

საბაკალავრო პროგრამა:
საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (კომერციული პილოტი)

პროფესიული პროგრამები:
მოყვარული პილოტი (III საფეხური)
კომერციული პილოტი (IV საფეხური) 

ფაკულტეტის შემადგენლობაშია ქალაქ თელავში მდებარე თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი "მიმინო", თვითმფრინავები Cessna, Piper seneca, A-22, An-28 და Boeing 737-200. ასევე EASA-ს სტანდარტების შესაბამისი FNPT II MCC კლასის ავიასიმულატორი. 

საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტები მესამე კურსიდან გაივლიან მომზადებას ავიასიმულატორზე და შემდეგ საფრენოსნო მომზადებას A-22, cessna 152 და Piper seneca-ს ტიპის საჰაერო ხომალდებზე, თითოეული ასორმოცდაათი ფრენა-საათის ოდენობით. ფრენები განხორციელდება ქალაქ თელავის სასწავლო აეროპორტში, გამოცდილი პილოტ-ინსტრუქტორების მეშვეობით.

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საავიაციო ადმინისტრაციის მიერ, კომერციული პილოტის დამადასტურებელი მოწმობა. 

კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროებია: ავიაკომპანიები, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საავიაციო ქვედანაყოფი და სხვა. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 74 20 40

A-22

koshkura

sacxovrebeli

საგანმანათლებლო პროგრამები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის აეროპორტი "მიმინო" (ქ. თელავი)

თელავის აეროპორტი "მიმინო" აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კეთილმოწყობილი სასწავლო აუდიტორიებით, საერთო საცხოვრებელით და სხვა.

 

თელავის აეროპორტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი. 

აბიტურიენტებისათვის

საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტზე ჩაბარებისთვის აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ სამედიცინო-საფრენოსნო-საექსპერტო კომისია და დასკვნა წარმოადგინონ უნივერსიტეტში, ჩაბარების შემდეგ. 

კომისიის გასავლელად, აბიტურიენტი:

1. უნდა მოვიდეს საავიაციო უნივერსიტეტში, საფრენოსნო ფაკულტეტზე და აიღოს მიმართვა შემოწმების გასავლელად.

2. წარადგინოს მიმართვა ქ. თბილისის აეროპორტის დასახლებაში მდებარე, სპეციალიზირებულ კლინიკაში და გაიაროს სამედიცინო-საფრენოსნო-საექსპერტო კომისია. 

3. კომისიის გავლის შემდეგ, აბიტურიენტს გადაეცემა ჯანმრთელობის ცნობა, რომელსაც წარადგენს უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ, რეგისტრაციის პროცესის დროს. 

შენიშვნა: კომისიის გავლა სასურველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, თუმცა ჩაბარების შემდგომაც შესაძლებელია. 

 

საფრენოსნო ფაკულტეტზე სწავლების წლიური ღირებულება:

 

ბაკალავრიატი - 9950 ლარი (შესაძლებელია თანხის ეტაპობრივად გადახდა)

 


სწავლების ხანგრძლივობა:

ბაკალავრიატი - 4 წელი

 

 

ჩასაბარებელი საგნები:

 

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ზოგადი უნარები
  • უცხო ენა (ნებისმიერი, თუმცა სასურველია ინგლისური)

არჩევითი საგნები:  მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია ან ისტორია. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 277 25 16