ISWD PROJECT

 log

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" - საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტი 2017 წლის სექტემბრიდან განახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებით:

მოხდება შვეულმფრენის პილოტთა პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო საფრენოსნო სიმულატორის შეძენა.

შეიქმნება სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა B1/B2 მიმართულების ავიატექნიკოსთა პრაქტიკული მომზადებისათვის. მასწავლებლები და ინსტრუქტორები გადამზადდებიან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.