სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული კვლევები

 

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ეთმობა პროფესორ-მასწავლებლების, დოქტორანტების, მაგისტრებისა და ბაკალავრების მიერ ინოვაციური და სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების წარმართვას.

უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის მიზანია ავიაციაში არსებული პრობლემური საკითხების ანალიზი და მათი გადაჭრის ღონისძიებების შემუშავება.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კვლევების ძირითადი მიმართულებია:

-         საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების ამაღლების უზრუნველყოფა;

-         საავიაციო ძრავების საექსპლუატაციო მახასიათებლების გაუმჯობესება;

-         უპილოტო საფრენი აპარატების დაპროექტება, ექსპერიმენტალური ნიმუშების დამზადება და მათი გამოცდა.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ უკრაინელ და ლატვიელ კოლეგებთან ერთად 2017 წელს წარდგენილი იქნა სამწლიანი პროექტი ,,ტურბორეაქტიული ძრავების საექსპლუატაციო მახასიათებლების და საიმედოობის გაუმჯობესება დამცავი მრავალფუნქციური მოდულის გამოყენებით“ horizon 2020 (ec.europa.eu) გრანტის მოსაპოვებლად.

პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება:

-         სამოქალაქო ავიაციის ორკონტურიანი ტურბორეაქტიული ძრავების გარეშე საგნების (ფრინველები, კენჭები, ქვიშის ნაწილაკები) მოხვედრით გამოწვეული დაზიანების და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ანალიზი;

-         საბაზო ორკონტურიანი ტურბორეაქტიული ძრავას და დამცავ მრავალფუნქციურ მოდულთან ფრინველების შეჯახებით წარმოქმნილი დარტყმითი ძალის და მისი საამორტიზაციო კვანძების სიმტკიცეზე ანგარიში;

-         ორკონტურიანი ტურბორეაქტიული ძრავების დამცავ მრავალფუნქციურ მოდულში მოხვედრილი გარეშე საგნების მოძრაობის ტრაექტორიის მათემატიკური მოდელირება კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით;

-         აროდინამიკული მილის დახმარებით, მრავალფუნქციური მოდულის აეროდინამიკული წინააღმდეგობის და გარეშე საგნების მოძრაობის ტრაექტორიების დადგენა;

-         მრავალფუნქციური მოდულის გამოყენება საბაზო ორკონტურიანი ტურბორეაქტიული ძრავას ელემენტების (ვენტილატორი, კომპრესორი) მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონის შესამცირებლად;

-         ახალი კომპოზიციური მასალების გამოყენება დამცავი მოდულის დასამზადებლად.

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 555 33 66 45

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec