რექტორი

es Copy

სერგო ტეფნაძე
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და საერთაშორისო სატრანსპორტო აკადემიის აკადემიკოსი.
დაიბადა 1956 წლის 29 აგვისტოს.

განათლება

  • 1975 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი ”თვითმფრინავების რადიოელექტრონული მოწყობილობების” სპეციალობით;
  • 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. კიევის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტი;
  • 1990 წელს დაამთავრა მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო ავიაციის აკადემიაში;
  • 1999 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო ავიაციის აკადემიაში;
  • არის მრავალი სამეცნიერო სტატიის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი, სამეცნიერო ჟურნალ “საჰაერო ტრანსპორტი”-ს მთავარი რედაქტორი, საქართველოში უმაღლესი საავიაციო სკოლის დამაარსებელი და ფუძემდებელი;
  • მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო, აკადემიური დოქტორისა და მაგისტრის სადისერტაციო ნაშრომი.

სამუშაო გამოცდილება

  • 2005წ. - დღემდე - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი;
  • 1992-2005წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი;
  • 1984-1992წწ. - ქ. თბილისის გაერთიანებული ავიარაზმი, მფრინავი ინჟინერ-ინსტრუქტორი, პარალელურად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრის დოცენტი. შესრულებული აქვს 7000-ზე მეტი უავარიო ფრენა-საათი;
  • 1975-1977წწ. - სამხედრო-სავალდებულო სამსახური ქ.რუბცოვსკი;
  • 1975წ. - ქ.თბილისის აეროპორტი, საავიაციო-ტექნიკური ბაზა, ავიატექნიკოსი.

სამეცნიერო აქტიურობა და საგრანტო პროექტებში მონაწილეობა

  • МНТЦ - პროექტი G-060 ცვალებადი გეომეტრიის ხრახნი და მისი მართვის საშუალებები. სტუ აშშ კორპორაცია „ბოინგი,“ ქარხანა „ჩარხმშენებელი“, საკონსტრუქციო ბიურო, სტუ-ს საავიაციო ინსტიტუტი, თბილისის საავიაციო ქარხანა, 01.04. 2000-დან 01.10.2002-მდე, ძირითადი შემსრულებელი;
  • МНТЦ - პროექტი G-916 ცვალებადი გეომეტრიის მართვადი ხრახნი ცენტროდანული ძალების მოქმედების კომპენსაციით. სტუ, საფრანგეთი სამეცნიერო ცენტრი „ონერა“, აშშ კორპორაცია „ბოინგი,“ ქარხანა „ჩარხმშენებელი,“ საკონსტრუქციო ბიურო, სტუ-ს საავიაციო ინსტიტუტი, თბილისის საავიაციო ქარხანა, 01.06.2008-დან 01.09.2010-მდე, ძირითადი შემსრულებელი;
  • МНТЦ - პროექტი G-1600 "ცვალებადი გეომეტრიის ხრახნის დიამეტრის მექანიზმის ცვლილებების გაუმჯობესება შერწყმული ცენტრიდანული ძალების კომპენსაციის სისტემასთან და ფრთების ბრუნვის დიაპაზონის ცვალებადობის ზრდა", 01.09.2008-დან 01.09. 2010-მდე, ძირითადი შემსრულებელი;
  • პროექტი № 60/804-03 (11.04.2003) „კომპოზიტიური მასალებისგან დამზადებული საფრენი აპარატების დეტალების, კვანძებისა და აგრეგატების სიმტკიცეზე ანგარიშის მეთოდებისა და რეკომენდაციების დამუშავება“;
  • პროექტი № 65/01-08 „საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების დონის ამაღლების მეთოდების დამუშავება, საჰაერო მოძრაობის მართვის ინფორმაციული უზრუნველუოფის სისტემების ფუნქციონირების ხარისხის გაუმჯობებით".

ჯილდოები

  • ღირსების ორდენი - განათლებისა და მეცნიერების დარგში შეტანილი წვლილისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის;
  • მედალი და დიპლომი - კემბრიჯის საერთაშორისო ცენტრის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გაწეული ღვაწლისათვის;
  • ფრენის ავარიულ სიტუაციაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ვადაზე ადრე მიენიჭა პირველი კლასის მფრინავი-ინჟინრის წოდება და დაჯილდოვდა მსუბუქი ავტომობილით და მედალით უავარიო ფრენა-საათების შესრულებისათვის.

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 555 33 66 45

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec