საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - იხილეთ საიტის ძველი ვერსია

საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი

საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი ახორციელებს საბაკალავრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებით:

საბაკალავრო პროგრამა:
საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (კომერციული პილოტი)

პროფესიული პროგრამები:
მოყვარული პილოტი (III საფეხური)
კომერციული პილოტი (IV საფეხური)

ფაკულტეტის შემადგენლობაშია ქალაქ თელავში მდებარე თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი "მიმინო", თვითმფრინავები Cessna, Piper seneca, A-22, An-28 და Boeing 737-200. ასევე EASA-ს სტანდარტების შესაბამისი FNPT II MCC კლასის ავიასიმულატორი.

საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტები მესამე კურსიდან გაივლიან მომზადებას ავიასიმულატორზე და შემდეგ საფრენოსნო მომზადებას A-22, cessna 152 და Piper seneca-ს ტიპის საჰაერო ხომალდებზე, თითოეული ასორმოცდაათი ფრენა-საათის ოდენობით. ფრენები განხორციელდება ქალაქ თელავის სასწავლო აეროპორტში, გამოცდილი პილოტ-ინსტრუქტორების მეშვეობით.

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საავიაციო ადმინისტრაციის მიერ, კომერციული პილოტის დამადასტურებელი მოწმობა.

კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროებია: ავიაკომპანიები, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საავიაციო ქვედანაყოფი და სხვა.

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 74 20 40

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: (+995) 599 58 11 99 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec