საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - იხილეთ საიტის ძველი ვერსია

ჩარიცხვა

საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოვდების შედეგების საფუძველზე.
ფაკულტეტზე 2017-2018 სასწავლო წლისათვის ჩასარიცხი აბიტურიენტების მაქსიმალური რაოდენობა არის - 50 .
აუცილებლად ჩასაბარებელი საგნები: უნარები, უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა.
არჩევითი საგნები: მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია ან ისტორია.
წლიური გადასახადი: 9950 ლარი.
დაფინანსება: აბიტურიენტს შეუძლია მოიპოვოს გრანტი ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან 100%, 70% ან 50%-ის ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს 100%-იან გრანტს, უნივერსიტეტისგან მიიღებს დამატებით დაფინანსებას, ყოველწლიურად 500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: თანადაფინანსების პირობა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ყოველსემესტრული მოსწრების საშუალო ქულა იქნება 91 და მეტი.
აუცილებელი მოთხოვნა: საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისია და წარმოადგინონ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ.
კომისიის გასავლელად აბიტურიენტი:
1. უნდა მოვიდეს საავიაციო უნივერსიტეტში, საფრენოსნო ფაკულტეტზე და აიღოს მიმართვა ჯანმრთელობის შემოწმების გასავლელად.
2. წარადგინოს მიმართვა ქ. თბილისის აეროპორტის დასახლებაში მდებარე სპეციალიზირებულ კლინიკაში და გაიაროს საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისია.
3. კომისიის გავლის შემდეგ, აბიტურიენტს გადაეცემა ჯანმრთელობის ცნობა, რომელსაც წარადგენს უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ, რეგისტრაციის პროცესის დროს.
შენიშვნა: კომისიის გავლა სასურველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე, გართულების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, შესაძელებელია ჩაბარების შემდგომაც).

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: (+995) 599 58 11 99 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec