საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - იხილეთ საიტის ძველი ვერსია

საავიაციო უნივერსიტეტს NASA-ს კოსმოსური ინჟინერი ესტუმრა

ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 09:37

IMG 665212 ივნისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს NASA-ს კოსმოსური ინჟინერი, შონ ფულერი (Sean Fuller) ეწვია. ბატონმა შონ ფულერმა საჯარო ლექცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დაკავშირებული ბოლო კვლევები და ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, თუ რატომ აირჩია მფრინავის და კოსმოსური ინჟინერის პროფესია. იგი ასევე ესაუბრა სტუდენტებს, თუ რა უნარ-ჩვევებია აუცილებელი ნასაში მუშაობისთვის.
ლექციის ბოლოს, მან უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, დაათვალიერა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გამოსცადა საფრენი სიმულატორი.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო-ს პროფესიული განათლების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. საგრანტო პროექტის ფარგლებში, 2017 წლის შემოდგომაზე, უნივერსიტეტი დაიწყებს სტუდენტების მიღებას სამ განახლებულ პროფესიულ პროგრამაზე (შვეულმფრენის პილოტი, საჰაერო ხომალდების და ძრავების მომსახურების ტექნიკოსი, საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების მომსახურების ტექნიკოსი).

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: (+995) 599 58 11 99 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec