საქართველო საავიაციო რალის მასპინძლობს / “Rallye Aéro France” long range aviation rally which already held in Georgia

ორშაბათი, 25 ივნისი 2018 12:05

? საქართველო საავიაციო რალის მასპინძლობს / “Rallye Aéro France” long range aviation rally which already held in Georgia

ავიაკომპანია „სერვისეარის“ და ტურისტული კომპანია “Vanilla Sky”-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ “Rallye Aéro France”-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის მასპინძლობს.

ევროპულმა რალიმ 16 ივნისს, საფრანგეთში აიღო სტარტი. დადგენილი განრიგით, სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის და თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენის შემდეგ, 23 ივნისს, 18 ერთეული მცირე ზომის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. საჰაერო ხომალდების მფლობელები, პილოტები და მათი თანმხლები ტურისტები საქართველოში ერთ კვირას დაჰყოფენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ფრენის გეგმების მიხედვით, საავიაციო რალის ქართული ნაწილი შემდეგი მარშრუტით წარიმართა: 24 ივნისს გაფრენა ბათუმიდან ნატახტარის აეროპორტში, 25 ივნისს გაფრენა ნატახტარიდან თელავის მიმართულებით, 26 ივნისს დაბრუნება მოხდება ნატახტარის აეროპორტში, 27 ივნისს გაფრენა მესტიაში და 28 ივნისს გამოფრენა მესტიიდან ქუთაისში. 29 ივნისს, საჰაერო ხომალდები დატოვებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამსუნის მიმართულებით გაემგზავრებიან.

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec