რიგგარეშე მობილობა!

სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018 11:29

ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის, შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის, შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA  სტუდენტებისთვის, აგრეთვე იმ პირებისთვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომლებიც სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართეს შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეს.

რიგგარეშე მობილობით შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველები უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში 2018 წლის 16 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის  ჩათვლით და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება სსუ- რექტორის სახელზე;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
  • ატესტატის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე დასურათის ელექტრონული ვერსია.

საბუთების მიიღება იწარმოებს 2018 წლის 16 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის  ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში მისამართი: . დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ან დარეკონ ნომერზე: 322 74-61-55, 595–77–83–35.

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec