საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საქსტატში პრაქტიკას გაივლიან

ორშაბათი, 25 მარტი 2019 05:30

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის ვახტანგ ჭარაიას ინიციატივით და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თანხმობით, მოცემულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარ პუნქტებს შორისაა გამოცდილების გაზიარება და სსუ სტუდენტებისათვის საქსტატის შესაბამის დეპარტამენტებში სამუშაო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, სსუ სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართულ საჯარო ლექციაზე მსმენელებს საჯარო ლექციის ფორმატში გააცნო მათი მუშაობის სპეციფიკა, საქსტატის ახალი პროდუქტები და დასახული გეგმები მომდევნო წლებისთვი. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა აგრეთვე დაათვალიერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო-პრაქტიკული ლაბორატორიები, საფრენი სიმულატორები და სტუდენტების მიერ შექმნილი საავიაციო თემატიკის პროტოტიპები.


 

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 555 33 66 45

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec