ღია კარის დღე თელავის აეროპორტ "მიმინო"-ში

ორშაბათი, 15 აპრილი 2019 05:35

მიმდინარე წლის 13 აპრილს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა საავიაციო უნივერსიტეტის აბიტურიენტებთან და კახეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრა გაიმართა ქ. თელავში საავიაციო უნივერსიტეტის კუთვნილ აეროპორტ "მიმინოს" ბაზაზე კახეთის რეგიონის გუბერნატორის ბატონ ირაკლი ქადაგიშვილის მხარდაჭერით, რაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს გუბერნატორის მოადგილემ ბატონმა პლატონ კალმახელიძემ და ქ. თელავის მერმა ბატონმა შოთა ნარეკლიშვილმა.

საქართველოს საავიაციო უნივერისტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ტეფნაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის მნიშვნელოვან როლზე ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და ეკონომიკური განვითარების საქმეში. მომავალმა სტუდენტებმა დაათვალიერეს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო-მატერიალურ ტექნიკური ბაზა, ავიაციის მუზეუმი და სტუდენტ-პილოტთა მიერ პრაქტიკული სასწავლო ფრენების მიმდინარეობის პროცესი. შედგა დისკუსია აბიტურიენტებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა სერგო ტეფნაძემ დაანონსა აეროპორტ მიმინოს ბაზაზე კახეთის რეგიონისათვის საქართელოს საავიაციო უნივერიტეტის ფილიალის და პროფესიული საავიაციო კოლეჯის გახსნა. ღონისძიება დასრულდა საჰაერო შოუს ჩვენებით და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდა საჰაერო გასეირნებით.

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 555 33 66 45

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec