ცვლილება დადგენილებაში 2019-2020 სასწავლო წლის აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებისა და აკადემიური კალენდრის განსაზღვრის შესახებ

პარასკევი, 06 მარტი 2020 12:42

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დებულების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის 6.6. ქვეპუნქტის საფუძველზე, მმართველი საბჭო ადგენს:

ცვლილება დადგენილებაში 2019-2020 სასწავლო წლის აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებისა და აკადემიური კალენდრის განსაზღვრის შესახებ.

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დებულების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის 6.6. ქვეპუნქტის საფუძველზე, მმართველი საბჭო ადგენს:

  1. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულ იქნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები და სასწავლო პროცესი შეჩერდეს ორი კვირის ვადით, 2020 წლის 16 მარტამდე.
  2. შევიდეს ცვლილება მმართველი საბჭოს 2019 წლის 5 ივლისის N08/04 დადგენილებაში და მე-3 მუხლის       ა) ქვეპუნქტით დადგენილი სემესტრის დასრულების ვადა ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის, ბაკალავრიატის სწავლების ინგლისურენოვანი პროგრამების მე-2, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სემესტრის, მაგისტრატურის სწავლების მე-4 სემესტრის და დოქტურანტურის სწავლების სამივე წლის სტუდენტთათვის განისაზღვროს 2020 წლის 24 ივლისი. შუალედური გამოცდები ჩატარდეს 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით, ხოლო დასკვნითი გამოცდები 6 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით.
  3. შევიდეს ცვლილება მმართველი საბჭოს 2019 წლის 5 ივლისის N08/04 დადგენილებაში და მე-3 მუხლის გ) ქვეპუნქტით დადგენილი საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის ვადა, ბაკალავრიატის მე-8 სემესტრის, მაგისტრატურის მე-4 სემესტრისა და დოქტორანტურის მე-6 სემესტრის სტუდენტთათვის განისაზღვროს 22 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით.

საფუძველი: სასწავლო დარგში რექტორის მოადგილის ემზარ ბარბაქაძის წარდგინება.

მმართველი საბჭოს თავმჯდომარე

რექტორი, ტ.ძ.დ. პროფესორი სერგო ტეფნაძე

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 555 33 66 45

+(995) 555 91 67 79

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec