საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - იხილეთ საიტის ძველი ვერსია

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს

ორშაბათი, 10 ივლისი 2017 12:00

2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი იწყებს სწავლებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია“ (შვეულმფრენის კომერციული პილოტი), „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება“ (B1.1) და „საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება“ (B2).
აღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა „ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის გამარჯვების საფუძველზე. პროექტის ფარგლებში, მოხდა ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად აღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა.
პროგრამის გავლის შემდეგ, სტუდენტებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პარტნიორ სამოქალაქო ავიაციის კომპანიებში.
საგანმანათლებლო პროგრამებზე მსურველთა რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ:
საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (შვეულმფრენის კომერციული პილოტი)
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი: 17 წელი
სრული ზოგადი განათლების ატესტატი
საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო- კომისიის მიერ გაცემული პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი
ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 დონე
საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.1)
სწავლი ხანგრძლივობა 2 წელი
დაშვების წინაპირობა:
სრული ზოგადი განათლების ატესტატი
სამედიცინო ცნობა - ფორმა 100
ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 დონე
საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2)
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
დაშვების წინაპირობა:
სრული ზოგადი განათლების ატესტატი
სამედიცინო ცნობა - ფორმა 100
ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 დონე

რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ შეავსოთ ფორმა:  http://bit.ly/2sW2jvk

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 599 36 61 11

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec