საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - იხილეთ საიტის ძველი ვერსია

საავიაციო უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ

ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017 11:59

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა
შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა 2017 წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე students.eqe.ge
სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, არაუგვიანეს 5 სექტემბრისა უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:
• განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;
• უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
• ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
• ატესტატის ასლი;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.

საბუთების მიიღება იწარმოებს 2017 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში მისამართი: ქ. წამებულის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605.
ან დარეკონ ნომერზე: 322 74-61-55, 595–77–83–35.

ბრძანების სანახავად გადადით ლინკზე

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 599 36 61 11

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec