განცხადება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებისა და აკადემიური კალენდრის განსაზღვრის შესახებ

პარასკევი, 26 იანვარი 2018 07:49

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აკადემიური (საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის სასწავლო კურსზე დარეგისტრირება) და ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა ხელშეკრულების შესაბამისად) რეგისტრაციის ვადებია:

1.
1.1. ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის, მაგისტრატურის სწავლების ორივე წლისა და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის:
ა) აკადემიური რეგისტრაცია – 2018 წ-ის 12 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით;
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 2018 წ-ის 21 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.
1.2.დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის:
ა) აკადემიური რეგისტრაცია – 2018 წ-ის 12 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით;
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 2018 წ-ის 20 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით.
2. 2017-2018 სასწავლო წლის I სემესტრი ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის, მაგისტრატურის სწავლების ორივე წლისა და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის დაიწყება 2018 წლის 26 თებერვალს, ხოლო დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის 26 მარტს და დასრულდება:
ა) ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის, მაგისტრატურის სწავლების ორივე წლისა და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის - 2018 წლის 13 ივლისს;
ბ) დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის - 10 აგვისტოს;
3.
3.1. ბაკალავრიატის სწავლების პირველი, მეორე და მესამე წლის და მაგისტრატურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის შუალედური გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 16 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, ხოლო ფინალური გამოცდები - 2018 წლის 25 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით;
3.2. ბაკალავრიატის სწავლების მეოთხე წლის და მაგისტრატურის სწავლების მეორე წლის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკები განხორციელდება 2018 წლის 26 თებერვლიდან 8 ივნისის ჩათვლით, ხოლო საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომების დაცვა - 2018 წლის 11 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით;
3.3. დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის შუალედური გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 14 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით, ხოლო ფინალური გამოცდები - 2018 წლის 23 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით;

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec