სტუდენტთა საყურადღებოდ! 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი!

ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018 12:21

1. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის პირველ (შემოდგომის) სემესტრში აკადემიური (საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის სასწავლო კურსზე დარეგისტრირება)  და ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა ხელშეკრულების შესაბამისად) რეგისტრაციის ვადებია:

1.1. ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის (მათ შორის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის), მაგისტრატურის სწავლების მე-2 წლის და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის:

ა) აკადემიური რეგისტრაცია – 2018 წლის 20 აგვისტოდან 31 აგვისტოს  ჩათვლით;

ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია  – 2018 წლის 3 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

1.2. დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის აკადემიური (საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის სასწავლო კურსზე დარეგისტრირება)  და ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა ხელშეკრულების შესაბამისად) რეგისტრაციის ვადებია 2018 წლის 17 სექტემბრიდან 28 სექტემბრის  ჩათვლით.

 

2. 2018-2019 სასწავლო წლის I (შემოდგომის) სემესტრი ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის (მათ შორის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის), მაგისტრატურის სწავლების მეორე წლისა და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის დაიწყება 2018 წლის 10 სექტემბერს, ხოლო მაგისტრატურის სწავლების პირველი წლისა და დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის - 1 ოქტომბერს.

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec