საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე!

ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018 12:22

ცხადდება  მიღება შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სადოქტორო  პროგრამებზე:

  • საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია
  • საფრენი აპარატების დაპროექტება

საბუთების მიღება იწარმოებს 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრის  ჩათვლით;

დოქტორანტობის კანდიდატებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ დოკუმენტების შემდეგი ნუსხა:

ა) განცხადება რექტორის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ელექტრონული ფოტოსურათი (ზომით 3X4);

ე) სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის სერტიფიკატი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა;

ზ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

თ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და სასწავლო გეგმის პროექტი.

უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის  დამადასტურებელი სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხო ენის გამოცდა  ჩატარდება 27 სექტემბერს.

გასაუბრება დარგობრივ კომისიასთნ  ჩატარდება 28 სექტემბერს.

მისამართი: . დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605.

ტელეფონი: 322 74-61-55, 595–77–83–35. 

 

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 595 88 44 68 

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec