ყურადღება!

პარასკევი, 25 იანვარი 2019 08:46

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №16 განკარგულების შესაბამისად, ქვეყანაში ტარდება წითელას მასიური გავრცელების პრევენციის შესაბამისი ღონისძიებები. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, აღნიშნული ღონისძიებების შესრულების ვალდებულებიდან გამომდინარე:

  1. განკარგულების მე-2 მუხლის ბ) პუნქტის ბ.ა.ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, გთხოვთ:
  2. 1. 2019 წლის 1 თებერვლამდე წარმოადგინოთ ინფორმაცია (სამედიცინო ცნობა ფორმა 063) წითელას საწინააღმდეგო აცრის ჩატარების თაობაზე. აღნიშნული ცნობები გაიცემა უფასოდ რეგისტრაციის შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.
  3. 2.ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ წითელას საწინააღმდეგო აცრის ჩატარების დამასტურებელ ცნობა ფორმა 063-ს, გადაეგზავნებათ რეგისტრაციის შესაბამის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს;
  4. ზემოთაღნიშნული განკარგულების მე-2 მუხლის ბ) პუნქტის ბ.ა.ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდებიდან ორი თვის ვადაში ბენეფიციარების მხრიდან აცრის დამადასტურებელი შესაბამისი ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტი განიხილავს სტატუსის შეჩერების საკითხს.
  5. ზემოთაღნიშნული განკარგულების მე-3 მუხლის ა) პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად 19 წლისა და უფროსი ასაკს (40 წლამდე) პირები ვალდებულნი არიან ჩაიტარონ არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკა წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ საქართველოს მთავრობის დადგენილება

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 555 33 66 45

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec