დაიწყო მიღება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019 07:30

ცხადდება მიღება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სადოქტორო  პროგრამებზე:

  • საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია
  • საფრენი აპარატების დაპროექტება

მსურველებმა, უნდა მიმართონ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს განცხადებით, განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ელექტრონული ფოტოსურათი (ზომით 3X4);

ე) სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის სერტიფიკატი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა;

ზ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

თ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და სასწავლო გეგმის პროექტი.

საბუთების მიღება იწარმოებს  26 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით, ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა, 1000-1700 საათამდე.

დოქტორანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებს, სწავლას დაიწყებენ მიმდინარე წლის 18 მარტს.

მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 605.

საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55,  595–77–83–35;

 

 

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 555 33 66 45

+(995) 555 91 67 79

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec