განცხადება "სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის" შესახებ

სამშაბათი, 26 მარტი 2019 05:55

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  "სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან ქ. თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

დაფინანსდება ხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში.

სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე, კერძოდ:

  • 51-70 ქულა სწავლის საფასურის 50%

  • 70-90 ქულა სწავლის საფასურის 70%

  • 91-100 ქულა სწავლის საფასურის 100%

თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 50% ან 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტი მას სწავლის საფასური შეევსება 100%-მდე.

დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა ქ. თბილისის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი

  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან

  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით

  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა

  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი

  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან

  • სარეკომენდაციო წერილი

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ქალაქ თბილისის მერიას.

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 555 33 66 45

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec