2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

პარასკევი, 19 ივლისი 2019 07:05

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან  გადმოსვლის მსურველებმა 2019 წლის 31 ვლისიდან 21 აგვისტოს 18:00 სთ-მდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, არაუგვიანეს 6 სექტემბრისა უნდა გამოცხადდნენ  უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:

  • განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
  • ატესტატის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.

საბუთების მიიღება იწარმოებს 2019 წლის 23 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში. მისამართი: . დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ან დარეკონ ნომერზე: 2-74-61-55, 595–77–83–35. 

შენიშვნა: მობილობის მსურველებს, საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ, გასაუბრება შეუძლიათ გაიარონ 2019 წლის 5 აგვისტოდან.

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

+(995) 591 26 25 27

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 555 33 66 45

+(995) 555 91 67 79

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec