მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

ორშაბათი, 12 აგვისტო 2019 06:28

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მაგისტრატურაში შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

პროგრამების სანახავად იხილეთ თანდართული ბული

მსურველებმა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდები, განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) დაბადების მოწმობის ასლი;

გ) ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ) დიპლომის დანართი ან ნიშნების ფურცელი;

ე) ამონაწერი სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ;

ვ) სურათი 3X4 და სურათის ელექტრონული ვერსია;

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).

თ) ინგლისური ენის B2 (upper intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი. მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ B2 (Upper Intermediate) დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი, შიდა საუნივერსიტეტო ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, 11 საათზე.

მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდას ინგლისურ ენაში, აკადემიურ და ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გაივლიან არაუგვიანეს 2019 წლის 25 სექტემბრისა.

სწავლა დაიწყება 2019 წლის 30 სექტემბერს.

      საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 12 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა, 1000-1700 საათამდე.

             მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55, 595–77–83–35; 

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 555 33 66 45

+(995) 555 91 67 79

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec