სამეცნიერო თანამდებობის დასაკავენბელი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

ორშაბათი, 13 იანვარი 2020 14:29

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  • მიმართულება: საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია
  1. .1. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
  2. .2. მეცნიერი თანამშრომელი
  • მიმართულება: საფრენი აპარატების დაპროექტება და ტექნოლოგიები
  1. .1. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
  2. .2. მეცნიერ თანამშრომელი

საკონკურსო მოთხოვნები სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

  • უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.
  • მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი სამეცნიერო თანამდებობის მითითებით;
  • CV/რეზიუმე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსის ეტაპებია:

I ეტაპი – განაცხადის მიღება: 17.02.2020 – 21.02.2020

II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო კომისიის წევრების მიერ განხილვა: 24.02.2020 – 28.02.2020  

III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 02.03.2020 - 13.03.2020  

IV ეტაპი - კონკურსის შედეგების გამოცხადება: 16.03.2020 – 27.03.2020.

საბუთების მიღება იწარმოებს: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, მის. ქეთევან დედოფლის გამზირი N16, II კორპუსი, ოთახი N112, 10 სთ-დან 17 სთ-მდე (ორშაბათი-პარასკევი).

საკონტაქტო პირი: ადამიანური რესურსების მენეჯერი ლელა ხრიკული მობ.: 599 49 06 85

კონტაქტი

მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი № 16, თბილისი, 0103
ტელ.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38;
ფაქსი: +995 (32) 277 65 72
ელ-ფოსტა: mail@ssu.edu.ge

ტრენინგ ცენტრი:

+(995) 555 33 66 45

+(995) 555 91 67 79

საბანკო რეკვიზიტები: შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი".
სს "პროკრედიტბანკის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.
ანგარიშის ნომერი: GE67PC0133600100056253 GEL

2017 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

saministroeqenaec