საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!
ჩარტერული სატვირთო გადაზიდვების ავიაკომპანია “იზი ჩარტერი” (“EASY Charter”) უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას ავიადისპეტჩერის/ჩატვირთვის ოპერატორის თანამდებობაზე.
განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია საინჟინრო განხრით);
ენები: ინგლისური და რუსული (საშუალო დონეზე);
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: განიხილება გასაუბრებაზე;
აუცილებელია ტექნიკური საგნების კარგი ცოდნა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@ssu.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) არაუგვიანეს 29 ოქტომბრისა.