ავიადისპეტჩერის/ჩატვირთვის ოპერატორის ვაკანსია ავიაკომპანია Easy Charter-ში

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

ჩარტერული სატვირთო გადაზიდვების ავიაკომპანია “იზი ჩარტერი” (“EASY Charter”) უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას ავიადისპეტჩერის/ჩატვირთვის ოპერატორის თანამდებობაზე.

განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია საინჟინრო განხრით);

ენები: ინგლისური და რუსული (საშუალო დონეზე);

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: განიხილება გასაუბრებაზე;

აუცილებელია ტექნიკური საგნების კარგი ცოდნა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@ssu.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) არაუგვიანეს 5 მარტისა.