ავიაკომპანია შპს “ჯორჯიან ეარვეისი” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
• ავიაკომპანიის მომხმარებელთა სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება
• გამავალი და შემომავალი ზარების განხორციელება
• ავიაკომპანიის სხვადასხვა საოპერაციო ფუნქციების შესრულება: ფიზიკური პირების, კორპორაციული მომხმარებლების, მგზავრების მომსახურების, ავიაბიალეთების შესყიდვის, ავიარეისების განხორციელებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ა.შ
• ავიაკომპანიის მომხმარებლებთან ელექტრონული კორესპონდენციის ოპერატიული და კვალიფიციური განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა,მეტყველება)
– სამივე ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
– იტალიური, გერმანული, ესპანური და ფრანგული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
– კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook)
– სასურველია ავიაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
– ანალიტიკური აზროვნების უნარი
– სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
– დეტალებზე ორიენტირებულობა
– კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: career@ssu.edu.ge არაუგვიანეს 10 სექტემბრისა და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებებს!