საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შეიქმნა დასაქმებისა და კარიერული განვითარების მენეჯერის თანამდებობა, რომლის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში მიღებული პროფესიის შესაბამისად დასაქმებაში და თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში. ამის გარდა, მენეჯერი ზრუნავს უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებთან/დამსაქმებლებთან  ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობაზე. 

ცენტრის მუშაობის მიმართულებებია: 

  • უნივერსიტეტის პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სტუდენტთა დასაქმებისთვის;

  • სტუდენტების დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

  • სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება არსებული ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ;

  • კურსდამთავრებულთა საჭიროებების მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით შესწავლა და მათი ინფორმირება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;

  • სტუდენტებისათვის სხვადასხვა ტრეინინგებისა და ვორკშოპების  ორგანიზება დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის;

  • ორგანიზებას უწევს სტუდენტების შეხვედრებს პოტენციურ დამსაქმებლებთან;

  • წარმატებულ კურსდამთავრებულებთან სტუდენტების შეხვედრების დაგეგმვა;

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიამ ლომიძე

I სასწავლო კორპუსი, ოთახი 131

E-mail: m.lomidze@ssu.edu.ge, Career@ssu.edu.ge 

+(995) 557 255 500

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიები