20 ოქტომბერს, 10 საათზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოქმედი დასაქმებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ში წარმატებული ქართველი ინჟინერი ილია არტემიძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის გამართავს საჯარო ლექციას, სახელწოდებით “ინოვაციები ავიაციის სფეროში”.ილია არტემიძე ისაუბრებს ისეთ საინტერესო თემებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო ავიაცია დღეს, ეკონომიკური კრიზისის კვალი მსოფლიო ავიაციის განვითარებაზე კოვიდ-19- გამოწვეული პანდემიის ფონზე და საავიაციო ინოვაციებზე.
