• საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მითითებისა და 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტისგან 1 წლის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის თანადაფინანსება;
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მითითებისა და 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტისგან 1 წლის განმავლობაში 500 ლარის ოდენობის თანადაფინანსება;
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მითითებისა და 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტისგან 1 წლის განმავლობაში 250 ლარის ოდენობის თანადაფინანსება;
  • თანადაფინანსება გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის ბოლოს ქულების საშუალო ჯამი 91 და მეტია.

სასტიპენდიო პროგრამები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოქმედებს სახელობითი სტიპენდიები, რომლებიც კონკურსის წესით ენიშნებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.