თავდაჯერებულობის როლი წარმატებაში

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა გაქვთ გაიაროთ ტრენინგი “თავდაჯერებულობის როლი წარმატებაში”, რომელსაც ჩაატარებს ფსიქოლოგი, კარიერული განვითარების ექსპერტი – მერი ტარიელაშვილი.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- როგორ დასძლიოთ უარის შიში;
- ისწავლით საკუთარ თავთან ურთიერთობას, საკუთარი სურვილების გაგებას და პრიორიტეტიზაციას;
- გაიგებთ, რა გიშლით ხელს დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანაში;
- რა არის დასწავლილი უმწეობის და შინაგანი თვითმარქვიას სინდრომი და ახდენენს თუ არა იგი გავლენას თქვენს ქცევებზე;
- როგორ იამაყოთ საკუთარი მიღწევებით სირცხვილის გრძნობის გარეშე;
- როგორ უპასუხოთ ყველა გამოწვევას და მიიღოთ სიახლეები;
- მიიღებთ თვითმოტივაციისა და მუდმივად რესურსულ მდგომარეობაში ყოფნისთვის საჭირო ინსტრუმენტებს;
- ისწავლით საკუთარი თავის ეფექტურ თვითპრეზენტაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში და გასაუბრებაზე;
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ 4 და 6 მარტს, 16:00 საათზე.
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ შემდეგი ფორმა: https://docs.google.com/forms/d/12BeSo6C6EfmHwrQkhDgm800R9xvwnwORzMyV7OUbVD0/viewform?edit_requested=true&fbzx=-6083498424899916238
ტრენინგზე დასწრების შემდგომ გადმოგეცემათ სერთიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: a.dosmishvili@ssu.edu.ge ან დაგვირეკეთ +995 555 280 289