თელავის აეროპორტი “მიმინო”

თელავის აეროპორტი “მიმინო”

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი “მიმინო” სადაც ხორციელდება სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკები.

აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით:

  • Cessna 152
  • Aeroprakt A-22
  • Tecnam P2006T

აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.

თელავის აეროპორტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი. 

აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.
მომსახურებით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ეკატერინე ქვლივიძე 
ტელ.: +995 599 32 22 09
E-mail: e.kvlividze@ssu.edu.ge

ერეკლე II-ის სახელობის თელავის აეროპორტი “მიმინო”
მისამართი: სოფ. კურდღელაური