საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, ისევე როგორც საქართველოში ავტორიზებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ფუნქციონირებს სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც მონაწილეობს უნივერსიტეტში ორგანიზაციული, შემოქმედებითი, აკადემიური თუ სხვა საკითხების შემუშავების პროცესში. სტუდენტური თვითმმართველობა ფლობს დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულებსა და მართვის ორგანოებს.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ახალი შემადგენლობა მოღვაწეობას შეუდგა 2020 წლის 30 ოქტომბრიდან, რომლის უმაღლესი მმართველი პირია თვითმმართველობის პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს განათლების, კულტურისა და ტურიზმის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, სპორტისა და მეცნიერების დეპარტამენტებს. თვითმმართველობის სტრუქტურაში ასევე ფუნქციონირებს სტუდენტური ავიასამოდელო კლუბი.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურად მონაწილეობს ინფრასტრუქტურულ, შიდასაუნივერსიტეტო და ამასთანავე, უნივერსიტეტებს შორის დაგეგმილ ყოველდღიურ საქმიანობაში.

სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:

– თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაიცვას სტუდენტთა უფლებები და კანონიერი ინტერესები, როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ;

– ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა;

– შექმნას ოპტიმალური პირობები სტუდენტთა დასვენების, შრომითი მოღვაწეობის ან სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;

– ფაკულტეტების მიხედვით მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში;

– ხელი შეუწყოს სტუდენტთა დამოუკიდებელი და რაციონალური აზროვნების განვითარებას.