სამაგისტრო პროგრამა


პროგრამის მიზნებია:

  • მომზადდეს ინჟინერიის მაგისტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალიზაციით, რომელსაც საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ექნება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა და უნარები;
  • აღჭურვოს მაგისტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირეულ კომპონენტებში შესაბამისი თეორიული ცოდნით, მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის სამეცნიერო-კვლევითი ელემენტების ცოდნის მქონე სპეციალისტი;
  • შესძინოს მაგისტრს ცოდნა მართვის მიკროკონტროლერული და საბორტო ინტელექტუალური სისტემების,  საჰაერო ხომალდების საპილოტაჟო-სანავიგაციო კომპლექსების ტექნიკური ექსპლუატაციის პროცესების სწორად დაგეგმვისა და წარმართვისათვის, შეასწავლოს მას ასეთი სისტემების დამუშავებისა და  ექსპლუატაციის პირობებში არსებული ან წამოჭრილი საინჟინრო პრობლემების გადაწყვეტის თანამედროვე  მეთოდები.  


ინფორმაციული სისტემები ავიაციაში
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სტატუსის მოპოვების აუცილებელი პირობაა B2 დონის ინგლისურის სერტიფიკატის წარდგენა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც შესაბამისი გამოცდის ჩატარება მოხდება უნივერსიტეტის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სტატუსის მოპოვების მსურველს არ უდასტურდება ავიაციის ინჟინრის კვალიფიკაცია, სტატუსის მოპოვებისათვის უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროს შიდა სასპეციალიზაციო გამოცდა.

უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება ასევე შეიძლება განხორციელდეს, მობილობის ან შიდა მობილობის გზით. პროგრამაზე მიღების პირობები და მიღებასთან დაკავშირებული სხვა რელევანტური ინფორმაცია ყოველწლიურად თავსდება შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე და ცნობარში. პროგრამაზე მიღების ზემოაღნიშნული პირობები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

პროგრამის სტრუქტურის სანახავად გადადით ბმულზე