საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანებია:

  • კურსდამთავრებულს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა ინფორმაციულ სისტემებზე, რისი დახმარებითაც შეძლებს ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების და საავიაციო ტექნიკის სწრაფ და დინამიურად ცვლად გარემოში ორიენტირებას.
  • მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც შეეძლება თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, მომსახურება და გარკვეული ელემენტების შემუშავება, მათ შორის ავიაციაში;
  • დარგობრივ ცოდნასთან და უნარებთან ერთად, სტუდენტს ჩამოუყალიბოს პროფესიული ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების უნარი.

პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს, საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მიერ დადგენილი წესების საფუძველზე. პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება ასევე შესაძლებელია მობილობის ან შიდა მობილობის გზით საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

იმ პირთათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საჭიროა განათლების აღიარების დოკუმენტი.

პროგრამის სტრუქტურის სანახავად, გადადით ბმულზე