კომერციული პილოტის მოდულური კურსი

პროგრამის აღწერა:

კომერციული პილოტის ლიცენზიის მოსაპოვებელი მოდულური კურსი მოგცემთ

საშუალებას მოიპოვოთ ლიცენზია რომელიც აუცილებელია კომერციული ფრენისას

PIC ფუნქციების შესასრულებლად, საავიაციო სამუშაოს შესასრულებლად ერთ,

ორძრავიან და მრავალძრავიან თვითმფრინავებზე, ასევე, სამგაზავრო

თვითმფრინავზე მეორე პილოტის რანგში საქმიანობისთვის.

დაშვების წინაპირობა:

CPL (A) სამოდულო კურსის დაწყების წინ განმცხადებელს:

  • უნდა ჰქონდეს PPL ლიცენზია;
  • პილოტის რანგში ნაფრენი 150-საათი;
  • 1 კლასის სამედიცინო ცნობა;

პროგრამის ხანგრძლივობა:

თეორიული ნაწილის ხანგრძლივობა 6-12 თვე;

პრაქტიკულის – მაქსიმუმ 4 კვირა.

პროგრამის სტრუქტურა:

საფრენოსნო მეცადინეობების დაწყების წინ სტუდენტებმა აუცილებლად უნდა

გაიარონ 650-საათიანი თეორიული მომზადების კურსი, რომელიც მოიცავს შემდეგ

საგნებს:

  • საჰაერო სამართალი;
  • თვითმფრინავების შესახებ ზოგადი ცოდნა;
  • ინსტრუმენტები;
  • მასა და ბალანსი;
  • ფრენების დაგეგმარება დ ა მონიტორინგი;
  • პროდუქტიულობა;
  • ადამიანის უფლებები და შეზღუდვები;
  • მეტეოროლოგია;
  • საერთო ნავიგაცია;
  • რადიონავიგაცია;
  • ოპერაციული პროცედურები;
  • ფრენის პრინციპი;
  • VFR & IFR კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი);

თეორიული სწავლება შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც პირისპირ, ასევე,

დისტანციურად, დისტანციური სწავლების მსურველებმა იხილეთ დისტანციური

სწავლების კურსი, საფრენოსნო მომზადება მოიცავს მინიმუმ 25 საფრენ საათს.