კომპანია Easy Charter ვაკანსიებს აცხადებს!
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ! ჩარტერული სატვირთო გადაზიდვების ახალი ქართული ავიაკომპანია “იზი ჩარტერი” (“EASY Charter”) საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის და კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის
ბიზნესის ადმინისტრირების,საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციისა დასაჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის მიმართულებებით.
ენები: ქართული, ინგლისური და რუსული (მინიმუმ, საბაზისო დონეზე);
ანაზღაურება: განიხილება გასაუბრებაზე;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Career@ssu.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ფაკულტეტის დასახელება).
გისურვებთ წარმატებას!