კომპანია GeoSim-ი აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე
განათლება ან/ან:
• ბაკალავრიატი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
• შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტების მიღება ნახევარ განაკვეთზე,
• სპეციალური კურსები მოთხოვნილი უნარების შესაბამისად.
უნარები (ჩამოთვლილი ექვსიდან ოთხი მაინც):
• ელექტრო პლატებთან მუშაობა;
• მარტივი და ნაკლებად რთული ელ. სქემების წაკითხვა, შედგენა და აწყობა;
• მარტივ და ნაკლებად რთულ მექანიზმებში ელ. სქემების გაყვანა და მონტაჟი;
• ბიჯური და სერვო ძრავების მართვის ბლოკების ელ. სისტემებში ჩართვა.
• ბიჯური და სერვო ძრავების მართვის ბლოკების ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირება.
გამოცდილება (ჩამოთვლილი ექვსიდან ოთხი მაინც):
• თანამედროვე რადიო-ელექტრო და ციფრული ტექნოლოგიების წარმოების სფეროში თუნდაც სამოყვარულო დონეზე (სასურველია ავიაციის მიმართულებით);
• ელექტრო პლატებთან მუშაობა;
• ელ. სქემების გაყვანა და მონტაჟი;
• ბიჯური და სერვო ძრავების, ასევე მათი მართვის ბლოკების გამოყენება თუნდაც სამოყვარულო დონეზე.
• რჩილვა
• სხვა გამოცდილება მონათესავე მიმართულებებში
ენების ცოდნა: • ქართული • რუსული ან ინგლისური საშუალოდ
პიროვნული თვისებები • ვიზუალური აღქმისა და ნაკეთობის ხელით შესრულების სიზუსტე (თვალისა და ხელის სიზუსტე); • დისციპლინის პატივისცემა და ზომიერი პედანტურობა; • შრომის მოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; • მიზანდასახულობა და პროფესიული ზრდის სურვილი.
სამუშაო გარემო: • თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი; • მინი-ქარხანა, ავიასიმულატორებისა და მისი დეტალების წარმოება; • დახურული შენობა გათბობით; • რვა საათიანი სამუშაო გრაფიკი 09:00-18:00 სთ., შესვენება 13:00-14:00 სთ;
პირველი თვე გამოსაცდელი ვადა, შემდგომი ორი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება (შესაძლებელია დისტანციური სამუშაო გრაფიკი).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@ssu.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) არაუგვიანეს 17 მარტისა.
შენიშვნა: ქართულთან ერთად სასურველია CV წარმოადგინოთ რუსულ ან ინგლისურ ენაზე.