კომპანია GeoSim-ი აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის პოზიციაზე
კომპანია GeoSim-ი აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის პოზიციაზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისთვის.
განათლება, ან/ან:
• ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა;
• შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტების მიღება სრულ ან ნახევარ განაკვეთზე,
• სპეციალური კურსები მოთხოვნილი უნარების შესაბამისად.
უნარები, (ჩამოთვლილი ხუთიდან სამი მაინც):
• ელექტრონული და ქაღალდზე დატანილი ნახაზების შექმნა;
• მეტალისგან და სხვა მასალებისგან დეტალების დამზადება;
• მარტივი და ნაკლებად რთული კონსტრუქციების დაგეგმვა და კონსტრუირება;
• კონსტრუქციებისა და მექანიზმების აღქმა;
• თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობა.
გამოცდილება, (ჩამოთვლილი მაინც):
• საინჟინრო-ტექნოლოგიური წარმოების სფეროში (სასურველია ავიაციის მიმართულებით);
• ჩარხებთან და ელექტრო ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
• მოდელებისა და მაკეტების დაპროექტება და აწყობა;
• მარტივი და ნაკლებად რთული კონსტრუქციების დაპროექტება და აწყობა;
• სხვა გამოცდილება მონათესავე მიმართულებებში.
ენების ცოდნა:
• ქართული
• რუსული ან ინგლისური საშუალოდ
პიროვნული თვისებები
• ვიზუალური აღქმისა და ნაკეთობის ხელით შესრულების სიზუსტე;
• დისციპლინის პატივისცემა და ზომიერი პედანტურობა;
• შრომის მოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
• მიზანდასახულობა და პროფესიული ზრდის სურვილი.
სამუშაო გარემო:
• თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი;
• მინი-ქარხანა, ავიასიმულიატორებისა და მისი დეტალების წარმოება;
• დახურული შენობა გათბობით;
• რვა საათიანი სამუშაო გრაფიკი 09:00-18:00 სთ., შესვენება 13:00-14:00 სთ.;
• პირველი თვე გამოსაცდელი ვადა, შემდგომი ორი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება
შენიშვნა: ქართულთან ერთად სასურველია CV წარმოადგინოთ რუსულ ან ინგლისურ ენაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@ssu.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) არაუგვიანეს 19 მარტისა.